Domiostore

ხშირად დასმული კითხვები

როგორ ვიყიდო?
აირჩიეთ პროდუქტები მაღაზიაში და დაამატეთ კალათაში. კალათის გახსნისას გკითხავთ, კვირაში რამდენჯერ რეცხავთ ჭურჭელს, შემდეგ კი გაჩვენებთ, რა შეგიძლიათ დაამატოთ მანქანის სრული მოვლისთვის. დარჩენილია მისამართისა და მიწოდების თარიღის მითითება.
რატომ მეკითხებით, რამდენჯერ ვრეცხავ?
ეს ერთადერთი შეკითხვაა — პასუხს თქვენს შეკვეთასთან ერთად ვინახავთ, რომ უკეთ გავიგოთ, რა მოხმარებას ემსახურება თქვენი შეკვეთა.
როგორ ხდება გადახდა?
გადახდა ხდება კურიერთან მიწოდებისას (ნაღდი ან POS ტერმინალით — დაზუსტდება ლონჩამდე). ბარათის წინასწარი ან ავტომატური ჩამოჭრა არ გამოიყენება.
რა ღირს მიწოდება?
თბილისში ₾6, რეგიონებში ₾10. მიწოდება უფასოა, როცა პროდუქტების ჯამი თბილისში ₾85-ს, ხოლო რეგიონებში ₾100-ს აღწევს.
სად ხდება მიწოდება ზუსტად?
სადარბაზომდე ან კერძო სახლის შემთხვევაში — ჭიშკრამდე/გარე მისადგომამდე. სართული, ბინის ნომერი და სადარბაზოს კოდი არ არის საჭირო.
უსაფრთხოა ჩემი მონაცემები?
საიტი ბარათის მონაცემებს საერთოდ არ ინახავს (გადახდა კურიერთანაა). ვიყენებთ მხოლოდ საჭირო პერსონალურ მონაცემებს მიწოდებისა და კომუნიკაციისთვის.