FINISH მარილი (დიდი შეფუთვა)

14.00

Finish Salt Big Pack

Finish ჭურჭლის სარეცხი მანქანის მარილი 1500 გრამი (დიდი შეფუთვა)

იცავს მანქანას ნადებისგან და არბილებს წყალს, რაც აუცილებელია სარეცხი მანქანის ნორმალური მუშაობისთვის.

სად მდებარეობს მარილის სათავსო?

  • გამოაღეთ მანქანის კარი და გამოაწიეთ ქვედა კალათა (რომელშიც თეფშებს აწყობთ), რათა ძირზე სრული წვდომა გქონდეთ.

  • მანქანის ძირზე, როგორც წესი, მარცხენა მხარეს, დაინახავთ დიდ, მრგვალ თავსახურს. მას ხშირად აწერია „Salt“ ან ახატია მარილის სიმბოლო (ორმხრივი ისრები ან S-ის მსგავსი ნიშანი).

როგორ ჩავყაროთ მარილი სწორად?

  • მოხსენით თავსახური: დაატრიალეთ საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით და მოხსენით.

  • წყალი სათავსოში: თუ მანქანას პირველად იყენებთ, მარილის ჩაყრამდე ამ სათავსოში წყალი უნდა ჩაასხათ პირამდე (ეს მხოლოდ პირველ გამოყენებაზეა საჭირო, შემდეგში იქ წყალი თავისით დახვდება).

  • წყლის გადმოსვლა: მარილის ჩაყრისას შესაძლოა სათავსოდან წყალი გადმოვიდეს, ეს სრულიად ნორმალურია.

  • მჭიდროდ დახურეთ: გაწმინდეთ სათავსოს გარშემო დაყრილი მარილი და თავსახური ძალიან მჭიდროდ დაატრიალეთ და დაკეტეთ, რომ შიგნით სარეცხი საშუალება ან ჭუჭყიანი წყალი არ შევიდეს.

  • ⚠️ მნიშვნელოვანი რჩევა: მარილი ჩაყარეთ უშუალოდ ჭურჭლის გარეცხვის წინ. თუ გარეთ მარილი დაგებნათ, მანქანის ძირი რომ არ დაჟანგოს, სასწრაფოდ ჩართეთ გარეცხვის ან ავტომატური გავლოების მოკლე პროგრამა, რათა დაბნეული მარილი გადაირეცხოს.შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო: https://www.youtube.com/shorts/ODnujNC54RE

Reviews

There are no reviews yet.

Be the first to review “FINISH მარილი (დიდი შეფუთვა)”

Your email address will not be published. Required fields are marked *

რით შემიძლია დაგეხმაროთ? მოგვწერეთ
Domiostore
Typically replies within a minutes.
გამარჯობა 👋 მოგესალმებით ჩვენს საიტზე. გთხოვთ, ქვემოთ მოცემულ ღილაკს დააჭიროთ, რათა Messenger-ის საშუალებით მოგვწეროთ.
finish ჭურჭლის სარეცხი მანქანის მარილი 1500გრFINISH მარილი (დიდი შეფუთვა)
14.00